რომელი პროგრამით შემიძლია ვისარგებლო პაკეტების მანიპულაციისთვის? | Cyber Community | Hi-Tech World - CYBSECGROUP
Welcome to the CYBSECGROUP Forum
You have the opportunity to get acquainted with interesting projects in an interesting environment
Registration

რომელი პროგრამით შემიძლია ვისარგებლო პაკეტების მანიპულაციისთვის?

Jacktheripper

Loading... 👽
CSG Member
Apr 24, 2020
1
0
#1
გამარჯობათ, მოკლედ ვცდილობ გამოვუნახო უვნებელი Exploit ერთერთ ონლაინ Flash თამაშში რომელიც ეშვება ბრაუზერში. თამაშის მექანიზმი დაფუძნებულია პაკეტებზე, რომელიც იგზავნება მისი სერვერიდან.

მოკლედ, ვეძებ ისეთ პროგრამას/ხელსაწყოს რითაც შევძლებ ეს პაკეტები გამოვიჭირო (მონიტორინგი/სნიფინგი), მოვახდინო მათი ანალიზი, ხოლო შემდგომ გადავაკეთო ეს პაკეტი ჩემს გემოზე, და გავუგზავნო სერვერს რათა მაგალითად მივიღო სასურველი ნივთი იმ თამაშში, რომელსაც ესე უბრალოდ ვერ იშოვიდი.

მაგალითი:

სერვერი აგზავნის პაკეტს, სადაც ნივტის უნიკალური ID არის 1 - ItemValue = 1 (ეს იქნება ერთერთი პარამეტრი იმ პაკეტში არსებული კოდის მცირე ნაწილი, რაც მინდა გადავაკეთო)

ხოლო, ამ პაკეტის გამოჭერის შემდეგ მე მას გადავაკეთებ შემდეგნაირად - ItemValue = 2 (ეს 2 იქნება იმ ნივთის უნიკალური მაჩვენებელი, რომლის ხელში ჩაგდება მსურს.)

არსებობს რაიმე ფასიანი ან უფასო ხელსაწყო ამისთვის? გუგლში დავძებნე და Wireshark ამოაგდო. არის რამე უკეტესი ალტერნატივები? მე არამხოლოდ პაკეტების სნიფინგი და გამოჭერა მსურს, არამედ გადაკეთებული პაკეტის გაგზავნა სერვერზე.

მადლობა წინასწარ.