php - Laravel საწყისები - პირველი პროექტის შექმნა / როგორ მუშაობს Browser? - ნაწილი 2 | Cyber Community | Hi-Tech World - CYBSECGROUP
Welcome to the CYBSECGROUP Forum
You have the opportunity to get acquainted with interesting projects in an interesting environment
Registration

php Laravel საწყისები - პირველი პროექტის შექმნა / როგორ მუშაობს Browser? - ნაწილი 2

LashaTheBeastBoy

Loading... 👽
Moderator
CSG Member
May 12, 2021
8
5
22
#1
გამარჯობა,
მე ვარ ლაშა და ეს არის Laravel-ის საწყისებზე სტატიების მეორე ნაწილი. ამ ნაწილში მე ვისაუბრებ თუ როგორ უნდა შევქმნათ Laravel-ის პროექტი და როგორ მუშაობს browser.

პირველი პროექტის შექმნა
პირველი პროექტის შესაქმნელად, აუცილებლად საჭიროა წაკითხული გქონდეთ წინა სტატია და ასევე დაყენებული გქონდეთ ყველა ის პროგრამა, რომელიც დალინკული იყო. თუ ასეა, მაშინ შეგიძლიათ დაიწყოთ.
1 - ვაჭერთ start ღილაკს და ვიძახებთ command prompts-ს (cmd-ს).
2 - თავდაპირველად ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი იუზერის ფოლდერში, ამიტომ საჭიროა გადავიდეთ საწყის ე.წ. ტოტზე, ამისთვის საჭიროა დავწეროთ cd / . თუ xampp დაინსტალირებული გაქვთ სხვა დისკზე (d,e,f და ა.შ.) უნდა გადახვიდეთ შესაბამისი დისკის მთავარ ტოტზე. cd d: ან უბრალოდ d:
3 - შემდეგ იგივე ქომანდით შეგვიზლია პირდაპირ ჩავწეროთ xampp-ის მისამართი, ჩემს შემთხვევაში იქნება cd xampp. თუ თქვენ კიდევ ცალკე ფაილში გაქვთ, მაშინ ჯერ იმ ფაილში უნდა შეხვიდეთ, მაგალითად cd some file და შემდეგ cd xampp
4 - xampp-ის ფოლდერში ვეძებთ ფოლდერს htdocs და გაგავდივართ მაგ ფაილში (მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ dir ბრძანება). cd htdocs
5 - აქ კი თუ რამე პრედაინსტალირებული ფაილია, შეგვიძლია წავშალოთ ყველაფერი და შევქმნათ ჩვენი პროექტი. composer create-project laravel/laravel first-app - ბოლოში წერთ პროექტის სახელს. დაელოდეთ და რამდენიმე წუთში თქვენი პროექტი შეიქმნება.
6 - შემდეგ გადადიხართ თქვენი პროექტის ფაილში cd first-app ბრძანებით და შეგიძლიათ უკვე გაუშვათ თქვენი პროექტი ლოკალურ მანქანაზე ბრძანებით php artisan serve.
7 - თუ შევალთ შესაბამის მისამართზე - 127.0.0.1:8000, ქვევით მოცემული სურათის მსგავს გვერდს მივიღებთ.


როგორ მუშაობს Browser?
სანამ შევუდგებით ლარაველის და php-ის ახსნას, საჭიროა ვიცოდეთ როგორ მუშაობს ჩვენი ბრაუზერები (Google Chrome, Opera, Mozilla და ა.შ.). მუშაობის სისტემა ყველა ჩამოთვლილ browser-ს ერთი და იგივე აქვთ. როდესაც რაიმე საიტზე შევდივართ, პირობითათ ავიღოთ facebook, ჩვენი მოთხოვნა მიდის Facebook სერვერთან და იქიდან ბრუნდება პირველი გვერდის ჩატვირთვის საჭირო ინფორმაცია (html/css/javascript/laravel/python და ა.შ. კოდები). ჩვენი ბრაუზერი ამ ყველაფერს "ალაგებს". თარგმნის ყველა კოდს შვენი პროცესორისთვის და ჩვენ ვხედავთ იმ ლამაზ გვერდს, რომელიც დეველოპერებმა ააწყვეს და გაამზადეს. როდესაც ჩვენს პროექტს ლოკალურად ვუშვებთ და მერე შევდივართ შესაბამის მისამართზე, browser-ს ჩვენგან მისდის პირველი გვერდისთვის საჭირო კოდები და გენერირდება პირველი გვერდი. თუ ჩვენ არ გვაქვს არანაირი კონფიგურაცია ფაილურ სისტემაში, ჩვენი ბრაუზერი ავტომატურად გახსნის index.html ან main.html სახელით მყოფ ფაილს. თუ ასეთი არ არსებობს, უბრალოდ ცარიელი თეთრი გვერდი გამოჩნდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბრაუზერმა ვერ შეძლო მიეგნო პირველი გვერდისთვის. მაგალითად, Laravel-ში ეს კონფიგურირებულია, და პირველ გვერდზე ხდება welcome.blade.php-ის გენერირება. ნებისმიერ სხვა გვერდზე გადასვლისას დაახლოებით იგივე სიტუაციაა. ისევ ავიღოთ Facebook-ის მაგალითი. თუ მე მიდნა შევიდე ჩემი პროფილის გვერდზე, დავაჭერ შესაბამის ღილაკს და საიტი გადამამისამართებს შესაბამის გვერდზე, სადაც ასევე დამხვდება რაღაც აწყობილი გვერდი, რომელიც გაწერილია სწორედ ამ მისამართისთვის. ამ ყველაფერს კიდევ უფრო დაწვრილებით შემდეგ სტატიებში გავივლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ან გამოიყენოთ ჩემი სოციალური ქსელი.
მადლობა ყურადღებისთვის.


გამოყენებული წყარო(ები):
 

Attachments