გამარჯობა,
მე ვარ ლაშა და ეს არის Laravel-ის საწყისებზე სტატიების მესამე ნაწილი. ამ ნაწილში მე გავაგრძელებ იმაზე საუბარს თუ როგორი სტრუქტურა აქვს ლარაველის ფაილებს და რა არის MVC ნიმუში.
კიდევ ერთი ერთერთი მთავარი ფაილი არის config ფაილი, სადაც თავმოყრილია ყველა ის კონფიგურაცია რაც საჭიროა გვერდის ასამუშავებლად. მაგალითად, app-ში თავმოყრილია ენის, სახელის, დებაგის, პროვაიდერების, ალიასების და ა.შ. კონფიგურაცია. auth-ში მოთავსებულია აუთენთიფიკაციისთვის საჭირო კონფიგურაცია. mail-ში, მეილის კონფიგურაცია, რომელიც საჭიროა ან ორმაგი აუთენთიფიკაციისთვის, ან პაროლის შესაცვლელად, ან რაიმე სიახლეების გასაგზავნად და ა.შ.
მეორე ერთერთი მნიშვნელოვანი ფოლდერი არის database.
აქ არის მოთავსებული მიგრაციები და სიდერები.
მიგრაციები არის .php გაფართოების ფაილები, რომლის საშუალებითაც ვქმნით ახალ ცხრილს ბაზაში, ან არსებულ ცხრილში ვამატებთ რომელიმე სვეტს, თუ ამის საჭიროება არსებობს. მიგრაციების ფაილის შესაქმნელად, საჭიროა cmd-დან გავუშვათ ბრძანება php artisan make:migration create_database_name. laravel თავისით დაალაგებს ყველაფერს და უკვე გამზადებულ კოდს შემოგვთავაზებს. ჩვენ ისღა დაგვრჩება რომ სვეტების სახელები, ტიპები და შეზღუდვები შევიტანოთ, რომ როცა php artisan migrate-ს გავუშვებთ, ეს ცვლილებები ბაზაში აისახოს.
seeders არის დირექტორია სადაც ინახება ასევე .php გაფართოების ფაილები, რომლებიც საჭიროა ბაზაში რაიმე სატესტო ინფორმაციის შესატანად, რომ პრობლემები არ შეიქმნას გვერდის აწყობის პროცესში და გავტესტოთ ნამდვილად მუშაობს თუ არა ის. ხელით წერის და რამდენი ინფორმაციის დაკოპირების მაგივრად, შეგვიძლია სხვადასხვა მონაცემები რაღაც ციკლით რამდენიმეჯერ შევინახოთ.
მესამე დირექტორია, რომელსაც დღეს განვიხილავ, არის routes დირექტორია
აქ ინახება ყველა ის როუტი/მისამართი რომელიც საიტზე იქნება გამოყენებული. api-ში ინახება api-ისთვის საჭირო როუტები, ხოლო web.php-ში კი "ჩვეულებრივი" მისამართები. ამ როუტებიდან ხდება კავშირი კონტროლერებთან და ამ როუტების მიხედვით ბრუნდება view-ები მომხმარებლებთან. სტრუქტურა ძალიან მარტივია. ასევე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი route ფაილები, რათა, როცა ბევრი ადამიანი მუშაობს ერთ საიტზე, არ მოუწიოთ ერთ ფაილში მუშაობა და არ შეიქმნას კონფლიქტები. ამას შემდეგ სტატიებში განვიხილავთ.
ბოლო მნიშვნელოვანი ფაილი არის .env და .env.example ფაილი, სადაც საიტის ძირითადი კონფიგურაცია ინახება.
აქ ინახება პროექტის სახელი, ძირითადი url, მოცანემთა ბაზების ტიპი, მისი სახელი, მეილის მონაცემები და ა.შ. რომლებიც გვეხმარება უფრო მარტივად დავაკონფიგურიროთ ჩვენი აპლიკაცია.
ამ ფაილური სისტემის გაანალიზება გაგიმარტივებთ ლარაველის პროექტის შექმნას და მასზე მუშაობას. საკმარისია იცოდეთ რა სად ინახება და რა სად უნდა დაიწეროს, რომ შეძლოთ საიტების აწყობა და დამუშავება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ან გამოიყენოთ ჩემი სოციალური ქსელი.
მადლობა ყურადღებისთვის.
გამოყენებული წყარო(ები):

Likes:
ვაკო ბატიაშვილი