მოგესალმებით, დღეიდან დავიწყებთ Cisco CCNA ოფიციალური კურსის დადებას, ამ კურსის მიზანია, წარმოგიდგინოთ ფუნდამენტური ქსელური კონცეფცია და ტექნოლოგიები. ამ ონლაინ კურსის მასალები დაგეხმარებათ იმ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, რომლებიც აუცილებელია მცირე ზომის ქსელის დაგეგმვასა და დანერგვაში გარკვეულ აპლიკაციათა დიაპაზონში. თითოეულ თავში განხილულია სპეციფიკური საკითხები, რომლებიც აღწერილია თავის საწყის ნაწილში.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სმარტფონი, ტაბლეტი, ლეპტოპი ან დესკტოპი კურსზე წვდომის მოსაპოვებლად, მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიებში ინსტრუქტორთან ერთად, იხილოთ თქვენი შეფასება, წაიკითხოთ ან მიმოიხილოთ ტექსტი, და მიიღოთ პრაქტიკა ინტერაქტიური მედიის გამოყენებით. თუმცა, ზოგიერთი მედია საკმაოდ რთულია და მისი ხილვა შესაძლებელია მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერზე, მაგალითად, პაკეტ ტრეისერი, ქვიზები და გამოცდები.