მასალა რომელსაც ფორუმზე დავდებ, ატარებს შემეცნებით და სასწავლო ხასიათს, სანამ ქსელების განხილვაზე გადავალთ ზოგადად OS განვიხილავ მოკლედ ვისაც წარმოდგენა არ აქვს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე
ოპერაციული სისტემები
ყველა ქსელური მოწყობილობა პირველ რიგში საჭიროებს ოპერაციულ სისტემას, ყველა ოპერაციული სისტემა კი შედგება შემდეგი ნაწილებისგან
• (CLI) (GUI) - მომხმარებლის ინტერფეისი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მოითხოვოს სპეციფიური ამოცანები კომპიუტერიდან. ეს მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ბრძანებათა ხაზიდა(CLI) ასევე ინტერფეისიდან(GUI)
• (Kernel) - ურთიერთობს კომპიუტერის აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის და მართავს პროცესს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება კომპიუტერის აპარატურა პროგრამულ მოთხოვნებს, რომელიც ურთიერთქმედებს აპლიკაციებთან, მომხმარებელი იცნობს, როგორც გარსს (Shell)
• (Hardware) - აპარატურა და ყველა ის კომპიუტერის ფიზიკური ნაწილი, რაც გვეხმარება ოპერაციული სისტემის მართვაში და შემდეგ ქსელების კონფიგურირებაში
ოპერაციულ სისტემას, რომელიც გამოიყენება ცისკოს მოწყობილობების კონფიგურირებისათვის, ეწოდება ცისკოს ქსელთაშორისი ოპერაციული სისტემა (IOS). Cisco IOS გამოიყენება უმრავლეს ცისკოს აპარატურაზე, მიხედავად მათი ზომებისა და ტიპისა. სახლის მარშრუტიზატორებზე არსებულ ოპერაციულ სისტემებს ეწოდებათ firmware. სახლის მარშრუტიზატორის კონფიგურირების ყველაზე გავრცელებული მეთოდია GUI-ზე დაფუძნებული ვებ-ბრაუზერის გამოყენება
----------------------------------------------------------
CLI გარემოსთან წვდომისა და მოწყობილობის კონფიგურირებისა. ყველაზე გავრცელებული მეთოდებია
- კონსოლი - ეს არის ფიზიკური მართვის პორტი, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ცისკოს მოწყობილობასთან. მსგავსი წვდომა გულისხმობს სპეციალური კაბელის გამოყენებას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
- Secure Shell (SSH)- SSH არის დაშორებული უსაფრთხო CLI შეერთება ვირტუალური ინტერფეისის გამოყენებით ქსელში. განსხვავებით კონსოლური შეერთებიდან, SSH შეერთება მოითხოვს აქტიური ქსელური სერვისების გააქტიურებას მოწყობილობაზე, მათ შორის აქტიური ინტერფეისის გააქტიურებას მისამართის მითითებით.
- ტელნეტი - ეს არის CLI-შეერთების დამყარების არაუსაფრთხო დაშორებული მეთოდი ვრტუალური ინტერფეისის საშუალებით, ქსელში. SSH-ისაგან განსხვავებით, ტელენტი არ უზრუნველყოფს უსაფრთხო დაშიფრულ შეერთებას. მომხმარებლის აუთენტიფიკაცია, პაროლები და ბრძანებები გადაიცემიან ქსელში ღია ტექსტით.
ტერმინალის ემულაციის პროგრამები
აქ ჩამოთვლილია მთელი რიგი შესანიშნავი ტერმინალის ემულაციის პროგრამები, რომლებიც გამოიყენებიან ქსელურ მოწყობილობებთან კავშირისთვის კონსოლის პორტით ან SSH/Telnet შეერთებებით. მათგან ზოგიერთი მოიცავს
- PuTTY
Last edited:
Likes:
ბექა and W0RLD3ND3R