Cisco №1 | Cyber Community | Hi-Tech World - CYBSECGROUP
Welcome to the CYBSECGROUP Forum
You have the opportunity to get acquainted with interesting projects in an interesting environment
Registration

Cisco №1

G30RG14N

From Darkness to Light
Founder CEO
Jun 24, 2018
176
218
Georgia, Tbilisi
github.com
#1
Cisco CSG.png

მასალა რომელსაც ფორუმზე დავდებ, ატარებს შემეცნებით და სასწავლო ხასიათს, სანამ ქსელების განხილვაზე გადავალთ ზოგადად OS განვიხილავ მოკლედ ვისაც წარმოდგენა არ აქვს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე​

ოპერაციული სისტემები
ყველა ქსელური მოწყობილობა პირველ რიგში საჭიროებს ოპერაციულ სისტემას, ყველა ოპერაციული სისტემა კი შედგება შემდეგი ნაწილებისგან

• (CLI) (GUI) - მომხმარებლის ინტერფეისი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მოითხოვოს სპეციფიური ამოცანები კომპიუტერიდან. ეს მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ბრძანებათა ხაზიდა(CLI) ასევე ინტერფეისიდან(GUI)

• (Kernel) - ურთიერთობს კომპიუტერის აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის და მართავს პროცესს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება კომპიუტერის აპარატურა პროგრამულ მოთხოვნებს, რომელიც ურთიერთქმედებს აპლიკაციებთან, მომხმარებელი იცნობს, როგორც გარსს (Shell)

• (Hardware) - აპარატურა და ყველა ის კომპიუტერის ფიზიკური ნაწილი, რაც გვეხმარება ოპერაციული სისტემის მართვაში და შემდეგ ქსელების კონფიგურირებაში

ოპერაციულ სისტემას, რომელიც გამოიყენება ცისკოს მოწყობილობების კონფიგურირებისათვის, ეწოდება ცისკოს ქსელთაშორისი ოპერაციული სისტემა (IOS). Cisco IOS გამოიყენება უმრავლეს ცისკოს აპარატურაზე, მიხედავად მათი ზომებისა და ტიპისა. სახლის მარშრუტიზატორებზე არსებულ ოპერაციულ სისტემებს ეწოდებათ firmware. სახლის მარშრუტიზატორის კონფიგურირების ყველაზე გავრცელებული მეთოდია GUI-ზე დაფუძნებული ვებ-ბრაუზერის გამოყენება

----------------------------------------------------------
CLI გარემოსთან წვდომისა და მოწყობილობის კონფიგურირებისა. ყველაზე გავრცელებული მეთოდებია

  • კონსოლი - ეს არის ფიზიკური მართვის პორტი, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ცისკოს მოწყობილობასთან. მსგავსი წვდომა გულისხმობს სპეციალური კაბელის გამოყენებას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

  • Secure Shell (SSH)- SSH არის დაშორებული უსაფრთხო CLI შეერთება ვირტუალური ინტერფეისის გამოყენებით ქსელში. განსხვავებით კონსოლური შეერთებიდან, SSH შეერთება მოითხოვს აქტიური ქსელური სერვისების გააქტიურებას მოწყობილობაზე, მათ შორის აქტიური ინტერფეისის გააქტიურებას მისამართის მითითებით.

  • ტელნეტი - ეს არის CLI-შეერთების დამყარების არაუსაფრთხო დაშორებული მეთოდი ვრტუალური ინტერფეისის საშუალებით, ქსელში. SSH-ისაგან განსხვავებით, ტელენტი არ უზრუნველყოფს უსაფრთხო დაშიფრულ შეერთებას. მომხმარებლის აუთენტიფიკაცია, პაროლები და ბრძანებები გადაიცემიან ქსელში ღია ტექსტით.
ზოგიერთ მოწყობილობას, მაგალითად, მარშრუტიზატორს, შესაძლებელია გააჩნდეს მოძველებული აუქსიალური პორტი, რომელიც გამოიყენება დაშორებული CLI სესიის დასამყარებლად მოდემის მეშვეობით. კონსოლური შეერთების მსგავსად, AUX პორტი არის out-of-band და არ მოითხოვს ქსელური აპარატურის საწყის კონფიგურირებას მასზე წვდომის განსახორციელებლად. კონსოლის პორტის გამოყენების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია მოწყობილობასთან წვდომა მაშინაც კი, თუ ქსელური სერვისები არაა კონფიგურირებული, მაგალითად, მაშინ, როდესაც გვჭირდება აპარატურის საწყისი ინიციალიზაცია. საწყისი კონფიგურირების პროცესში კომპიუტერი, რომელზეც გაშვებულია ტერმინალის ემულაციის პროგრამა, მიერთებულია კონსოლის პორტზე სპეციალური კაბელით. კომუტატორის ან მარშრუტიზატორის კონფიგურაციის ბრძანებები შესაძლებელია შეტანილ იქნას მიერთებული კომპიუტერიდან. SSH რეკომენდებულია დაშორებული შეერთებებისათვის, ვინაიდან ის უზრუნველყოფს უსაფრთხო შეერთებას. SSH უზრუნველყოფს დაშიფრულ პაროლთა აუთენტიფიკაციას და სესიის მონაცემთა გადაცემას. ის მოიცავს მომხმარებლის ID, პაროლსა და სხვა დეტალებს პრივატული სესიის სამართავად. Cisco IOS-ის უმრავლესი ვერსიები შეიცავენ SSH-სერვერსა და SSH-კლიენტს SSH შეერთების დასამყარებლად მოწყობილობებს შორის. საუკეთესო პრაქტიკა გვკარნახობს გამოვიყენოთ SSH ტელნეტის ნაცვლად დაშორებული CLI შეერთებების სამართავად. Cisco IOS შეიცავს ასევე ტელნეტ სერვერსა და ტელნეტ კლიენტს ტელნეტ სესიის დასამყარებლად მოწყობილობებს შორის

ტერმინალის ემულაციის პროგრამები

აქ ჩამოთვლილია მთელი რიგი შესანიშნავი ტერმინალის ემულაციის პროგრამები, რომლებიც გამოიყენებიან ქსელურ მოწყობილობებთან კავშირისთვის კონსოლის პორტით ან SSH/Telnet შეერთებებით. მათგან ზოგიერთი მოიცავს

  • PuTTY
PuTTY.png
  • Tera Term
    Tera Term.png
  • SecureCRT
    SecureCRT.png
ეს პროგრამები საშუალებას გვაძლევენ უფრო მოქნილად ვიმოქმედოთ, გავზარდოთ ფანჯრების ზომა, შრიფტის ზომები და შევცვალოთ ფერთა სქემა


 
Last edited:

W0RLD3ND3R

Hacktivist 🌐
აქტიური მომხმარებელი
Alien 👽
Jun 30, 2018
89
54
#2
მიხარია, რომ დაიწყეთ მასალების დადება. კარგ საქმეს აკეთებთ, წარმატებები!~

პ.ს. დავაზუსტებ და მაინც ვიკითხავ, სწორი რომელია, ცისკო თუ სისკო?
 
Likes: G30RG14N

კახა ჯელაძე

სტუმარი
#3
მიხარია, რომ დაიწყეთ მასალების დადება. კარგ საქმეს აკეთებთ, წარმატებები!~

პ.ს. დავაზუსტებ და მაინც ვიკითხავ, სწორი რომელია, ცისკო თუ სისკო?
სისკო
 

W0RLD3ND3R

Hacktivist 🌐
აქტიური მომხმარებელი
Alien 👽
Jun 30, 2018
89
54
#4
მადლობა~

მეც სისკოს ვიყენებ, უბრალოდ ლიტერატურაში ყველგან განსხვავებულადაა გადმოქართულებული და დაზუსტება მჭირდებოდა.
 

კახა ჯელაძე

სტუმარი
#5
მადლობა~

მეც სისკოს ვიყენებ, უბრალოდ ლიტერატურაში ყველგან განსხვავებულადაა გადმოქართულებული და დაზუსტება მჭირდებოდა.
ზუსტად არც მე ვიცი...უბრალოდ უკეტესად ჟღერს :D :D :D
 

NinjaCandy

Loading... 👽
აქტიური მომხმარებელი
Nov 15, 2018
5
2
#8
ძალიან კარგია <3 ასე გააგრძელეთ ბიჭებო
 
Likes: p41k

likvidators

Loading... 👽
CSG Member
Nov 27, 2020
1
0
#9
სად cisco და სად PuTTY ???? ცოტა სხვაგან ხო არ დაწერეთ ეს სტატია??? რა შუაშია?