გამარჯობა, სექციის სიცარიელის გამო გადავწყვიტე ეს თემა განმეხილა :დ
მოკლედ ზოგადად რა არის გეიმ ჰაკინგი და როგორ ტყდება თამაშები:
პირველ რიგში თამაშები დავყოთ 3 ნაწილად
1) თამაში რომელიც გადმოწერილიგაქვს და თამაშობ "კომპიუტერთან" offline თამაში (მაგალითად Crysis, Call Of Duty, Prototype, Need For Speed)
2) თამაში რომელიც გადმოწერილიგაქვს და თამაშობ ქსელში (League Of Legends, Fortnite, PUBG, (ასევე ტელეფონის თამაშები) Clash Of Clans...)
3) თამაშები რომელსაც თამაშობ გადმოწერის გარეშე (მაგალითი არ მაფიქრდება :დ)
განვიხილოთ თამაშები კატეგორიებად, როგორ მუშაობს offline თამაში:
ირთვება თამაში, და თამაში იღებს შენს ბოლო save file-ს საიდანაც "იხსენებს" რომ პირობითად, შენ გქონდა 140$, და გქონდა 22 ტყვია იარაღში + 90 ტყვიის შემცველი მჭიდები
თამაშს ეს ინფორმაცია გადააქვს შენი კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში, და დროადრო ე.წ. checkpoint-ებში მიღწევისას შენს savefile-ს ანახლებს ახალი ინფორმაციით
როგორ შეიძლება გატყდეს მსგავსი თამაში:
ყველა ცვლადს თუნდაც იმას რომელშიც წერია რომ შენ გაქვს 140 დოლარი, ოპერატიულ მეხსიერებაში ენიჭება მისამართი, მისამართი სატიტიკურია (უცვლელი) ხოლო ამ მისამართში შეტანილი ინფორმაცია რათქმაუნდა ცვლადია, თუკი შენ თამაშში ფულს დახარჯავ 140 ოპერატიულ მეხსიერებაში ჩანაცვლდება ახალი რიცხვით თუმცა მისამართი იგივე დარჩება, ყველაზე გავრცელებული game hacking-ის პროგრამაა "Cheat Engine"
როგორ მუშაობს Cheat Engine:
ირჩევთ თამაშის პროცესს, ამის შემდეგ წერთ რიცხვს რასაც ეძებთ, მაგალითად თქვენს 140$-ს
ხელსაწყო იღებს ყველა მისამართს რომელიც თქვენს თამაშს ეკუთვნის ოპერატიულ მეხსიერებაში და გიჩვენებთ რეზულტატს, სავარაუდოდ და როგორც წესი, პირველი ძებნის შემდეგ რეზულტატი ძალიან ბევრია, ამიტომ დავხარჯოთ პირობითად 1$ და წინა ძებნის რეზულტატში გავაგრძელოთ ძებნა 139-ით
მას შემდეგ რაც დარჩება 1 რეზულტატი, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ მივაგენით იმ მისამართს ოპერატიულ მეხსიერებაში სადაც შენახულია თქვენი ფულის რაოდენობა თამაშის მიერ. Cheat Engine ეშვება ადმინისტრატორის პრივილეგიით რაც საშუალებას აძლევს შეცვალოს ნებისმიერი სხვა პროცესის მიერ შეტანილი ინფორმაცია ოპერატიულ მეხსიერებაში და თუკი ჩვენ ამ ხელსაწყოს გამოყენებით 139--ს ვაქცევთ 139000 ად, თამაში ოპერატიული მეხსიერებიდან ჩატვირთავს ახალ რაოდენობას რაც იმას ნიშნავს რომ თამაშში ფული მოვიმატეთ ^_^
რატომ შეიძლება ვერ გატყდეს offline თამაში? ეს შეიძლება მოხდეს მაშინ თუ თამაში ერთის ნაცვლად რამოდენიმე ადგილას ინახავს სხვადასხვა ფორმატით თქვენს ინფორმაციას მაგალითად, თქვენ გაქვთ ისევ 140 დოლარი, მაგრამ ნაცვლად იმისა რომ ეს ეწეროს კონკრეტულ მისამართში, თამაში დამატებითად ამ თანხის პირობითად base64 ვერსიას ინახავს სხვა ადგილას, თქვენ იპოვით იმ მისამართსს სადაც წერია 140 თუმცა თამაში შეამოწმებს ემთხვევა თუ არა თქვენი თანხა მის მიერ შენახულ base64-ს და არ დამთხვევის შემთხვევაში დააბრუნებს წინა რაოდენობას
მოკლედ განვიხილეთ offline game hacking.
გადავიდეთ online game hacking-ზე:
კარგად დაწერილი ონლაინ თამაში არ ტყდება მსგავსად როგორც offline
იმიტომ რომ თამაშების ეს კატეგორია, არამხოლოდ ინახავს ინფორმაციას თქვენს ოპერატიულ მეხსიერებაში ამავდროულად ის ამ ინფორმაციას აგზავნის საკუთარ სერვერზე
თუკი თქვენ პირობითად გაქვთ 130$ ეს ჩაწერილია ისევე როგორც თქვენს ოპერატიულ მეხსიერებაში და ასევე თამაშის სერვერში, სადაც უფრო მეტად სანდო წყაროდ ითვლება თამაშის სერვერი, ამიტომ თუკი თქვენ თქვენს ოპარატიულ მეხსიერებაში შეცვლით თქვენს თანხას თამაშის სერვერი ამის საშუალებას არ მოგცემთ და თამაშს მაშინვე გადასცემს თქვენს რეალურ თანხას
იმისთვის რომ გატყდეს ონლაინ თამაშში მსგავსი ტიპის რესურსები გაქვთ 2 ვარიანტი:
1) გატეხოთ სერვერი რაც ინახავს თქვენზე ინფორმაციას და იქვე მოახდინოთ ცვლილება
2) იპოვოთ რაიმე ისეთი რაც სერვერთან არ სინქრონირდება, მაგალითად თუკი თქვენი ფულის რაოდენობა სინქრონირდება სერვერთან შეიძლება სერვერთან არ სინქრონირდებოდეს თქვენი სიცოცხლის პროცენტულობა (ამის შანსი მცირეა როგორი იდიოტებიც არუნდა წერდნენ თამაშს) , ანუ თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ფულის რაოდენობა თამაშშ მაგრამ შეიძლება შეცვალოთ თქვენი სიცოცხლის პროცენტულობა ან უბრალოთ ზემოთ ხსენებული Cheat Engine-ის გამოყენებით უბრალოდ გაყინოთ ის ერთსა და იმავე მნიშვნელობაზე (უკვდავება )
ზუსტად ამიტომაა რომ ვერ გატეხავთ პირობითად თამაშებს როგორიცაა PUBG და ვერ მოიმატებთ ტყვიებს და ა.შ.
მაგრამ, თუ ყველაფერი სერვერთან მიდის, როგორ მუშაობენ პირობითად wallhack-ები?
მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი სინქრონირდება სერვერთან ეს ინფორმაცია რათქმაუნდა იტვირთება თქვენთანაც, იმიტომ რომ თუ თქვენთან თამაშმა არ იცის სადაა მოთამაშე უბრალოდ ვერცკი "დაგანახებთ" მას, და წინასწარ დაწერილი პროგრამები ცნობილები როგორც Cheats (ჩეთები) ამ ინფორმაციას ამუშავებენ და უბრალოდ "ხატავენ" თქვენთვის ცნობილ ინფორმაციას
ყველასთვის ცნობილი CS:GO
და მესამე ტიპის თამაშები, ბრაუზერში ჩაშენებული თამაშები
მსგავსი ტიპის თამაშების გატეხვის შანსი 50/50 -ზეა და თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია იმაზე თუ როგორაა თამაში დაწერილი
მსგავსი ტიპის თამაშები შეიძლება დროებითად თქვენთან ინახავდნენ ინფორმაციას ან რეალურ დროში მუშაობდნენ სერვერთან, ამიტომაც
კონკრეტულად ვერ ვიტყვით რომ ბრაუზერში გაშვებული თამაშებიდან ყველა ან არცერთი ტყდება, წარმოიდგინეთ ყველა რომ ტყდებოდეს ონლაინ კაზინოები არცკი იარსებებდნენ
მოკლედ, ვეცადე გასაგებად ამეხსნა ^_^ და გეიმ ჰაკინგის მიმოხილვა სულ ეს იყო ^_^
გისურვებთ წარმატებას და სანამ გადაწყვეტთ რომ ონლაინ თამაშებში Cheat-ები ჩართოთ, იფიქრეთ იმაზე რომ თქვენს ოპონენტს რომელიც "სუფთად" გეთამაშებათ, შეიძლება ძალიან კარგი დღე აქვს ^_^ და უკეთესად თამაში ისწავლეთ
ფოტო წყაროები : visme, dexerto
პატივიცემით Z3R0 ♥