mac მისამართზე დავაზუსტებ, არის გარკვეული ტიპის შეტევები, რაც მაკ მისამართზე ოპერირებით სრულდება და შეიძლება რაღაც-რაღაცების მიღწევა. მაგალითად რომ მოვიყვანო, იგივე ლანში სხვისთვის განკუთვნილი ტრეფიკი შეიძლება შენთან წამოიღო, ანუ სხვასთან გაგზავნილ ინტერნეტ პაკეტებს შენ იღებ.
კიდევ, არის დაცვის ტიპები, რომლებიც კონკრეტულ მაკს ემაგრება. ამ შემთხვევაში მაკის ცოდნით შემტევს შეუძლია, დაცვის იმ ხერხებს გვედი აუაროს.
კიდევ, თუ რაიმე აიპი მისამართი დარეზერვებულია მაკზე, იმ მაკის და მაგის ცოდნიდან გამომდინარე, შეუძლია შემტევს, ეგ აიპი თვითონ აიღოს და მაგ მისამართისთვის თუ რაიმე განსაკუთრებული წვდომები იყო ღია, მიიღებს.
ბევრი ვარიანტია.
რაც შეეხება აიპი მისამართს, თუ სერვაის პროვაიდერში არ მუშაობ ან სამართალდამცავ ორგანოში, რეგიონი ან მიახლოებითი ქალაქი გაიგო მაქსიმუმ, ვერ გაიგებ ზუსტ ადგილმდებარეობას. შეტევებზე მეტ-ნაკლებად კი დაწერეს ზემოთ და აღარ გავმეორდები