რა არის სოციალური ინჟინერია | Cyber Community | Hi-Tech World - CYBSECGROUP
Welcome to the CYBSECGROUP Forum
You have the opportunity to get acquainted with interesting projects in an interesting environment
Registration

რა არის სოციალური ინჟინერია

Z3R0

Hacktivist 🌐
ადმინისტრატორი
Alien 👽
Aug 9, 2018
105
173
MUGLAGLA ·
#1
სოციალური ინჟინერია გახლავთ ადამიანით მანიპულაციის, მასზე ზემოქმედების ხელოვნება, სოციალური ინჟინერია დროდადრო გახდა თანამედროვე ჰაკინგის ნაწილი და ძირითადად გამოიყენება (ჰაკინგის განხრით) ინფორმაციის მოპოვებაში, სოციალური ინჟინერია შეიძლება ითქვას რომ ხელოვნებაა, კარგ სოციალურ ინჟინერს შეუძლია ნებისმიერი პროგრამის გამოყენების გარეშე მიიღოს კონკრეტული ადამიანის პირადი ინფორმაცია, შეიძლება ზოგიერთი ანგარიშის Username და პაროლიც კი!

სოციალური ინჟინერია არის დღეისთვის აქტუალურად გამოყენებადი და უმეტეს ხშირად (ზოგადად) გამოიყენება სხვადასხვა ნივთების უფასოდ "დასათრევად" ფორუმის ეს კატეგორიაც ემსახურება ამას, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა თუ როგორ შეიძლება მივიღოთ სარგებელი ჰაკინგის ამ განხრით, იყავით თამამები და გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით ;) მანამდე კი ცოტა მეტი ზოგადი ინფორმაცია სოც.ინჟინერიაზე



შეიძლება წარმოდგენაც არ გქონდათ მაგრამ დიდად სავარაუდოა თქვენც გამოგიყენებიათ სოც.ინჟინერიის ერთერთი მეთოდი რომელიც არის... ფიშინგი
მოკლედ განვმარტოთ ფიშინგი:

ფიშინგი წარმოადგენს სოციალური ინჟინერიის შეტევების ერთერთ ყველაზე პოპულარულ სახეობას სადაც შემტევი მსხვერპლს უგზავნის მის მიერ (შეტევის) აწყობილ საიტს რომელიც უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლს სთხოვს გაიაროს ავტორიზაცია
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა მსხვერპლი ხედავს იმ საიტის ინტერფეისს რომელსაც ყოველდღე სტუმრობს, მაგრამ ნაცვლად იმისა რომ თავისი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ მან გაიაროს ავტორიზაცია იმ საიტზე სადაც ჰგონია რომ ის არის, მისი აკრეფილი ინფორმაცია იწერება შემტევთან და მსხვერპლის გადამისამართება ხდება ორიგინალ საიტზე
ამით შემევმა მოიპოვა ის საჭირო ინფორმაცია რითაც შეძლებს გაიაროს ავტორიზაცია იმ საიტზე რისი კლონიც მან ააწყო.

არსებობს სოციალური ინჟინერიის უამრავი მეთოდები და ამ მეთოდებით შესაძლო მიღწეული შედეგების სია უფრო დიდია, გადახედეთ ინტერნეტში რესურსებს ამ თემაზე ;)
 

W0RLD3ND3R

Hacktivist 🌐
აქტიური მომხმარებელი
Alien 👽
Jun 30, 2018
89
54
#3
უფრო ვრცელ პოსტს ველოდი ამ თემასთან დაკავშირებით.
 

qwasdeqwasde

სტუმარი
#5
მომეწონა პოსტი სოციალურ ინჟინერიაზე მაგრამ ფიშინგი არ მიზიდავს თან უმეტესად არა მდიდარი ადამიანები არიან ამის მსხვერპლი.
ერთხელ ჩემი მოტყუებაც ცადეს ანალოგიურად მაგრამ არ გამოუვიდათ. :D
 
Likes: G30RG14N

G30RG14N

From Darkness to Light
Founder CEO
Jun 24, 2018
180
219
Georgia, Tbilisi
github.com
#6
მომეწონა პოსტი სოციალურ ინჟინერიაზე მაგრამ ფიშინგი არ მიზიდავს თან უმეტესად არა მდიდარი ადამიანები არიან ამის მსხვერპლი.
ერთხელ ჩემი მოტყუებაც ცადეს ანალოგიურად მაგრამ არ გამოუვიდათ. :D
სტატიასაც სწორედ მაგიტომ ვწერთ, რომ როგორც თქვენ მიხვდით სხვაც რომ ეგრე მიხვდეს რომ ფიშინგია, მადლობა ყურადღებისთვის (y)