რა არის რადიო | Cyber Community | Hi-Tech World - CYBSECGROUP
Welcome to the CYBSECGROUP Forum
You have the opportunity to get acquainted with interesting projects in an interesting environment
Registration

რა არის რადიო

Xocho

Hello , ხოჭო ცოცხლობს ^-^
CSG Member
Jan 24, 2020
2
4
High Drunk
#1



რადიო - (ლათ. radio — ვასხივებ ← radius — სხივი) — უსადენო კავშირის ნაირსახეობა, რომლის დროსაც სიგნალის გადასაცემათ-მისაღებათ გამოიყენება რადიო ელექტრული ტალღები, რომლებიც თავისუფლად ვრცელდება სივრცეში,




რადიოტალღებიელექტრომაგნიტური გამოსხივება. რადიოტალღებს აქვს სიხშირე 3 კჰც-დან 300 გჰც-მდე, ტალღის სიგრძე 1 მილიმეტრიდან 100 კილომეტრამდეა
რადიოტალღები სინათლის სიჩქარით მოძრაობს.
რადიოტალღების ბუნებრივ წყაროა ელვა
ხელოვნურად შექმნილი რადიოტალღები გამოიყენება, სტაციონარული და მობილური რადიოკავშირისთვის, რადიომაუწყელობისთვის, რადიოლოკაციებისა, კავშირგაბმულობისთვის და სხვა სანავიგაციო სისტემებისთვის, საკომუნიკაციო თანამგზავრებისთვის, გამოთვლითი ქსელებისა და სხვა მრავალი მოწყობილობისთვის


არსებობს Radio Transmitter და Radio Receiver, ტრანსმიტერით ხდება სიგნალის გადაცემა, რესივერ ით ხდება მიღება, ნებისმერ რადიოს გააჩნია ანტენა, რითიც ხდება ტალღების გადაცემა/მიღება


რაციებს ასევე ეძახიან (transceiver) რადგან ორივე ფუნქცია აქ გადაცემა მიღება




ანტენა
ანტენა არის ალუმინის ან რამე მეტალის ნაჭერი, რომელიც დანიშნულია რადიოტალღების მიღება გადაცემისათვის ან გაძლიერებისთვის
არსებობს სხვადასხვა ზომის, სიმძლავრის ანტენები გააჩნია რა დანიშნულებისთვისაა ის.

მანჭვალისებრი ან ტელესკოპური (გასაშლელი ტიპის ანტენა ხშირად გამოიყენება FM სამაუწყებლო დიაპაზონის რადიომიმღებებში, რაციებში), დიპოლური (ფართოდ გამოიყენება სატელევიზიო მიმღებებში), დირექტორული (გამოიყენება სატელევიზიო დეციმეტრულ დიაპაზონში, ორ პუნქტს შორის Wi-Fi კავშირის უზრუნველყოფისათვის, რადიოსამოყვარულო კონსტრუქციებში), რუპორული (გამოიყენება რადიოსარელეო ხაზებში როდესაც, მნიშვნელოვანია ანტენის გძლიერება, გამოიყენება იშვიარად რადგანს აქვს დიდი ზომები პარაბოლურ ანტენასტან შედარებით), პარაბოლური (გამოიყენება დადარებში, რადიოსარელეო ხაზებში, თანამგზავრულ კავშირებში, რადიოასტრონომიული დაკვირვებებისთვის).




Radiolocation
locatio განლაგება

რადიოტალღების საშუალებით სხვადასხვა ობიექტის აღმოჩენა, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მოძრაობის სიჩქარის დადგენის პროცესი.

მაგალითად რადარი RADAR ( RAdio Detection And Ranging ) - იყენებს რადიოტალღებს რომ აღმოაჩინოს ობიექტები : გემი,თვითმფრინავი,კოსმოსური ხომალდი,რაკეტა,ტრანსპორტი ა.შ



(სურათზე სამხედრო რადარი)


მარტივად რომ ავხსნა რადარის მუშაობის პრინციპი ასეთია რადარი ანტენით გააგზავნის ატმოსფეროში ტალღებს ამ ტალღებს როდესაც შეხვდება რაიმე დაბრკოლება
მაგალითად, მეტალის ობიექტი (თვითმფრინავი) მოხდება ტალღების არეკვლა და ამ არეკლილი ტალღების უკან რადართან დაბრუნება, ამ დროს მოხდება გამოთვლა სიჩქარის,ადგილმდებარეობის და ა.შ და აისახება დისფლეიზე.






Radio Broadcast

- ხდება ვიდეო სიგნალების გადაცემა + აუდიო, ანუ ფმ რადიოსთვის, ტელევიზიისთვის

(სურათზე ბროუდქასტ სადგური)





(ამერიკელი ჯარისკაცი SCR-536 ით ხელში WW2)
 

Xocho

Hello , ხოჭო ცოცხლობს ^-^
CSG Member
Jan 24, 2020
2
4
High Drunk
#2
დაემატება ინფორმაცია ნელნელა

საზომი ერთეულების შესახებაც


(იმედია თქვენც დაამატებთ რამეს)
 
Likes: sKeL370n_X