Python - python dicts | Cyber Community | Hi-Tech World - CYBSECGROUP
Welcome to the CYBSECGROUP Forum
You have the opportunity to get acquainted with interesting projects in an interesting environment
Registration

Python python dicts

ვაკო ბატიაშვილი

I am Groot!!!
Founder CEO
Alien 👽
Jun 27, 2018
999
1,743
#1
დღეს გადავწყვიტე ტუტორიალი დავდო პითონის "ლექსიკონზე". ვინაიდან პატარა თემაა და ლისტებს ჰგავს პატარა ვიდეო გამოვიდოდა და გადასაღებად არ ღირდა ამიტომ ვწერ. შემდეგში უკვე ციკლებს პირობებს და ა.შ გადავიღებ.
მოკლედ რა არის ლექსიკონი? ეს არის იგივე ლისტი ოღონდ ამ შემთხვევაში გვაქვს ასსეთი მცნებები გასაღები:მნიშვნელობა. გასაღბად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის ინტეგერი რომლებსაც ლისტიდან გამოძახებისას ვწერდითხოლმე. მაგალითსთვის განვიხილოთ ასეთი რამ. CSG=["arachne","groot"] . CSG[1] დააბრუნებს გრუთს. სადაც ერთიანი გასღებია ხოლო გრუტი მნიშვნელობა. თუმცა ლექსიკონში გასაღები შეიძლება იყოს სტრინგის სახის. ზემოთ მოყვანილ მაგალითისტვის რომ დავწეროთ ლექსიკონი ასეთი სახე ექნება CSG={0:"arachne",1:"groot"} CSG[1] ანალოგიურს დაგვიბრუნებს. თუმცა ლექსიკონში, როგორც უკვე გითხარით, გასაღებად შეიძლება სტრინგიც იყოს. მაგალითად CSG={"pirveli":"arachne","meore":"groot"} ამ შემთხვევაში გრუტი ასე უნდა გამოვიძახოთ CSG["meore"] .
რაც შეეხება ფუნქციებს: cmp ოღონდ ლისტების მსგავსად 3.* ამოღებულია len() ითვლის წევრების რაოდენობას. str() type() ფუნქციონირებს ისევე როგროც დანარჩენ შემთხვევებში. dict.clear()- ასუფთავებს ლექსიკონს.

dict.copy()
გამოაქვს ლექსიკონის გასაღებები და მნიშნველობები
dict.fromkeys()
აკეთებს ახალ ლექსიკონს
მაგალითისთვის
seq = ('name', 'age', 'MUGLAGLA')

dict = dict.fromkeys(seq)
print ("New Dictionary : %s" % str(dict))​


dict.get(key)
გამოიტანს იმ კონკრეტული გასაღების მნიშვნელობას ანალოგიუურია a["key"] ამის
dict.has_key(key)
2.* ვერსიაში ამოწმებდა შეიცავდა თუ არა გასაღებს 3.* ვერსიაში ჩაანაცვლა in-მა
dict.items()
აბრუნებს ლექსიკონის გასაღებს და მნიშვნელობას ტაპლის სახით.
dict.keys()
აბრუნებს ლექსიკონის გასაღებებს
dict.update(dict2)
ჩასვავს dict2-ს dict-ში მაგალითისთვის:
dict = {'Name': 'Zara', 'Age': 7}
dict2 = {'MUGLAGLA': 'female' }

dict.update(dict2)
print ("updated dict : ", dict)

dict.values()
აბრუნებს ლექსიკონის მნიშვნელობებს
 
Last edited: