კრიპტოვალუტის ყიდვა / გაყიდვა / შენახვა / საფულე / მოხმარება / ინსტრუქცია / მიმოხილვა | Cyber Community | Hi-Tech World - CYBSECGROUP
Welcome to the CYBSECGROUP Forum
You have the opportunity to get acquainted with interesting projects in an interesting environment
Registration

კრიპტოვალუტის ყიდვა / გაყიდვა / შენახვა / საფულე / მოხმარება / ინსტრუქცია / მიმოხილვა

G30RG14N

From Darkness to Light
Founder CEO
Jun 24, 2018
180
219
Georgia, Tbilisi
github.com
#1
1 RZde6Zr-f7WKnrCYqaBm1g.jpg
- გამარჯობათ, დღევანდელ სტატიაში მიმოხილვას გავაკეთებ კრიპტოვალუტასთან მიმართებაში, ბევრს აინტერესებს როგორ ხდება ვაჭრობა, ყიდვა/გაყიდვა, შენახვა, დაბანდება და ასე შემდეგ.
შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ და ამომწურავად გადმოგცეთ სათქმელი და ინფორმაცია (y)

წინა სტატიაში მიმოხილვა გავუკეთე ზოგადად კრიპტო ვალუტას, ისტორიას და დღევანდელ ვითარებას კრიპტო სივრცეში, ახლა კიდევ გადავიდეთ შემდეგ თემაზე.

//როგორ ვიყიდოთ კრიპტოვალუტა

ისეთი კრიპტოვალუტების საყიდალად, როგორებიცაა – ბოტკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ ქეში, რიპლი და სხვ. აუცილებელია, დარეგისტრირდეთ სავაჭრო ბირჟაზე, რომელიც ასევე წამოადგენს ელეტრონულ საფულეს და იქ შეიძინოთ კრიპტოვალუტა, შეგიძლიათ, ასევე, რამდენიმე მათგანზე ერთდროულად გაიროთ რეგისტრაცია. დღეს დღეისობით ბევრი კრიპტო ბირჟა ჩნდება ბაზარზე, არჩევანი თქვენზეა (მაგალითად: Binance)

- ასევე შემიძლიათ გითხრათ საქართველოში eMoney -ს დახმარებით შეგიძლიათ იყიდოთ და გაყიდოთ ბიტკოინები, რომელიც დეტალურად საიტზე არის მითითებული

//რა არის საჭირო რეგისტრაციის ბირჟაზე გასავლელად?

• ელექტორნული ფოსტა (სასურველია გქონდეთ დაცული 2-ეტაპიანი აუთენთიფიკაციით)
• თქვენი მოქმედი მობილურის ნომერი
• საკრედიტო/სახელფასო ბარათი (საიდანაც მოხდება ტრანზაქციები ბიტკოინის ყიდვისას)
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, აიდი ბარათი, მართვის მოწმობა ან პასპორტი

//როგორ შევინახოთ შეძენილი ქოინები უსაფრთხოდ?

ჩემი პირადი რჩევაა რომ მაინც და მაინც ბირჟას ნუ ენდობით, არცერთი ბირჟა არაა დაცული, რეკომედირებული იქნება გამოიყენოთ ქაღალდის ვოლეტები, ასევე Offline საფულეები და ასე შემდეგ, განსხვავებაა პროცენტულ მოჭრაში, ყოველ გადარიცხვაზე გადატანაზე სხვადასხვა პროცენტს ჩამოგაჭრით ბირჯა ბიტკოინებიდან .

//რა ვქნათ ქოინებით?

ქოინებს რა დანიშნულებას მისცემთ ეგ თქვენზეა დამიკოდებული, რადგან გააჩნია რისთვის იყენებთ მას, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ, არ გაყიდოთ ქოინები ზარალისთვის, ანუ თქვენ უნდა გააკონტროლოთ რაღაც კონკრეტული ქოინი თუ იყიდეთ X დოლარად და მომავალში არ უნდა გაყიდოთ X > დოლარზე.

//ხოლო ახლა რასაც გავაკეთებ მაგალითისთვის დავიხმარებ სქრინშოთებს(y)

Binance >> გავიარე რეგისტრაცია და შევდივარ ჩემს ექაუნთში (y)

1539031203048.png

• საკუთარ ნომერზე ვააქტიურებთ “Sms Authenticaton”

• საკუთარ მობილურში ვიწერთ “Google Authenticator”

• შევდივართ ამ აპლიკაციაში და „ + „ მეშვეობით კამერის ჩართვის შემდგომ „დაანახებთ“ QR კოდს, რის შემდეგაც გაივლით გენერაციას, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, სანამ ამ კოდს დაამახსოვრებინებთ, ე. წ. API უნდა ამოიწეროთ და შეინახოთ სათანადოდ, რადგან აპლიკაციის წაშლის შემთხვევაში, გქონდეთ აღდგენის შესაძლებლობა.
1539031292892.png

• პირველ რიგში უნდა გავიგოთ ის, რომ „ქოინების“ ფასი გამოითვლება ფორმულით:

// P(Price)=Market Cap:Circulating Supply

1539031327937.png

Volume (24) - ბოლო 24 საათის განმავლობაში რამდენიც შევიდა Market Cap ში. Total Supply - რამდენი შეიძლება გაეშვას ბრუნვაში (Circulating Supply-ში).

//როგორ ვიყოთ დაცულბი რომ ბიტკოინები არ მოგვპარონ და რა ხდება მსგავს სიტუაციაში?

ბიტკოინები ტრანზაქცირება(გადარიცხვა) ანონიმურია, ანუ არ ფიქსირდება პიროვნების სახელი და გვარი ვინ ვის სად რამდენი გადაურიცხა, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ძირითადად ჩვენს კომპიუტერზე, არ დაგვივირუსდეს კომპიუტერი რომ დამნაშავემ მალულად არ აიღოს კომპიუტერზე წვდომა ვირუსის დახმარებით და არ მოგვპაროს კრიპტო ქოინები

მსგავს სიტუაციაში მსხვერპლი უძლურია, ბიტკოინები ხვდება გადარიცხული, სად გადაირიცხა არ ჩანს ტრანზაქცია და შესაბამისად დამნაშავე გამოდის მშვიდობის ფონს, ამიტომ ყურადღებით იყავით ტექნიკის ხმარების დროს (ტელეფონი, კომპიტერუ, ტაბლეტი) რაც არ უნდა იყოს, კარგად დააკვირდით რა ნაწერი ამოხტება ეკრანზე, რა მოქმედება შესრულდება და თქვენი ანტივირუსი არის თუ არა გამართულ მდგომარეობაში

//მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

1 KT6do7WXVKtuRr0jnuLWCw.jpeg