php - Laravel საწყისები - რა არის Laravel და რა არის Backend - ნაწილი 1 | Cyber Community | Hi-Tech World - CYBSECGROUP
Welcome to the CYBSECGROUP Forum
You have the opportunity to get acquainted with interesting projects in an interesting environment
Registration

php Laravel საწყისები - რა არის Laravel და რა არის Backend - ნაწილი 1

LashaTheBeastBoy

Loading... 👽
Moderator
CSG Member
May 12, 2021
8
5
22
#1
გამარჯობა,

მე ვარ ლაშა და ამ სტატიების სერიაში მინდა ავხსნა Laravel-ის საბაზისო ნაწილი, რაც დაეხმარებათ დამწყებ ბექენდ დეველოპერებს (როგორიც მე ვარ) შეისწავლონ ლარაველი უფრო მარტივად და საფუძვლიანად.

რა არის Backend და რა არის Laravel?
Backend წარმოადგენს ნებისმიერი ვებსაიტის ან აპლიკაციის იმ ნაწილს, რომელიც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის დამალულია და მასში რაიმე ცვლილების შეტანა მისთვის შეუძლებელია. Backend-ში მუშავდება ყველა გადაცემული მონაცემი და ბრუნდება Frontend-ისთვის. Backend-ში მუშავდება აუტორიზაციის მონაცემები, Backend უკეთებს მონაცემებს შიფრაციას და დეშიფრაციას, Backend-ით ხდება წვდომა ბაზასთან და ა.შ.

Laravel ვებ დეველოპმენტში ყველაზე გავრცელებული Framework-ია. იგი PHP-ის Framework-ს წარმოადგენს. პირველი მუშა (1.0) ვერსია 2011 წელს შეიქმნა ტაილერ ოტუელის მიერ და ამჟამად 8.* ვერსიაზეა ასული. ლარაველ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამული ენაა, რაც იმას ნიშნავს რომ კოდის წერისას გამოიყენება კლასები და OOP-ის ძირითადი პრინციპები. დამატებით ინფორმაციას OOP-ის შესახებ შეგიძლიათ ამ საიტზე გაეცნოთ. Laravel MVC (Model View Controller) არქიტექტურაზეა დაფუძნებული. Controller-ში ხდება მონაცემები დამუშავება, Model-ით ხდება კავშირი მონაცემთა ბაზებთან, ხოლო View-ში გამოდის დამუშავებული მონაცემი მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე. ამაზე მოგვიანებით უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.


რა დაგვჭირდება Laravel-ზე კოდის დასაწერად?
კოდის დასაწერად რამდენიმე ხელსაწყო დაგჭირდებათ.
პირველ რიგში დაგვჭირდება PHP-ის ინსტალაცია ჩვენს მანქანაზე. ამისათვის ეს საიტი დაგეხმარებათ. დეტალურად არის ახსნილი თუ როგორ უნდა დააყენოთ ისევე როგორც ლოკალურად (ერთი კონკრეტული ფაილისთვის) ასევე გლობალურად.
პირველი არის XAMPP, რომელიც დაგვეხმარება ჩვენივე მანქანაზე მოვაწყოთ მინი სერვერი, რათა გავტესტოთ ჩვენი ნამუშევარი მანამ სანამ სადმე ავტვირთავთ. XAMMP შეგიძლიათ ამ ლინკიდან გადმოწეროთ.
ასევე დაგვჭირდება კოდის ედიტორიც, რომელიც გაგვიმარტივებს კოდის წერის პროცესს. მე რეკომენდაციას გავუწევ Sublime Text 3-ს. მარტივი და მაქსიმალურად ოპტიმიზირებული კოდის ედიტორია. გადმოსაწერი ლინკი.
საბოლოოდ კი დაგვჭირდება node js -ის გადმოწერა. გადმოწერეთ და დააყენეთ 14.17.0 ვერსია, რადგან გამართული ვერსიაა და პრობლემებს არ შექმნის.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ან გამოიყენოთ ჩემი სოციალური ქსელი.
მადლობა ყურადღებისთვის.


გამოყენებული წყარო(ები):