php - Laravel საწყისები - მარტივი მოქმედებები PHP-ზე - ნაწილი 4.1 | Cyber Community | Hi-Tech World - CYBSECGROUP
Welcome to the CYBSECGROUP Forum
You have the opportunity to get acquainted with interesting projects in an interesting environment
Registration

php Laravel საწყისები - მარტივი მოქმედებები PHP-ზე - ნაწილი 4.1

LashaTheBeastBoy

Loading... 👽
Moderator
CSG Member
May 12, 2021
8
5
23
#1
გამარჯობა,
მე ვარ ლაშა და ეს არის Laravel-ის საწყისებზე სტატიების მეოთხე ნაწილი. ამ ნაწილში მე ვისაუბრებ მარტივ მოქმედებებზე PHP-ში.

იმისათვის რომ დავიწყოთ კოდის წერა და საიტების აწყობა ლარაველით, ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ თუ რა ტიპის ცვლადები არსებობს PHP-ში, როგორ უნდა შევქმნათ ცვლადები, როგორ შევქმნათ ფუნქცია და ა.შ.

პრიმიტიული data ტიპები
ისევე როგორც ყველა ენაში, ასევე php-შიც არსებობს განსხვავებული ტიპის მონაცემები. php-ში 4 სახის მრიმიტიული დატა ტიპი არსებობს.
ეს არის integer - რიცხვითი მონაცემი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მთელი რიცხვი (ან ციფრი). შესაძლებელია იყოს უარყოფითიც.
float - რიცხვითი მონაცემი, რომელიც არის ათწილადის სახით წარმოდგენილი. ესეც შესაძლებელია იყოს უარყოფითი.
string - ტექსტური მონაცემი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ასოს, ან რაღაც გარკვეული რაოდენობის ტექსტურ მონაცემს. გამოიყოფა ბრჭყალებით.
boolean - შეიცავს მხოლოდ ორ მნიშვნელობას. ეს არის True და False. ან 1 - true და 0 - false.
იმისათვის რომ შევქმნათ ცვლადი და მივანიჭოთ მას რაიმე მნიშვნელობა საჭიროა:
დავწეროთ დოლარის ნიშანი, შემდეგ სახელი, მინიჭების ოპერატორი და მნიშვნელობა. მაგალითად ასე:
$language = "php";
ოპერატორები
არც ოპერატორებით არ განსხვავდება php სხვა პროგრამული ენებისგან.
= არის მინიჭების ოპერატორი. ამით ჩვენ რაიმე ცვლადს ვანიჭებთ მნიშვნელობას
- + * / ესენი არიან მარტივი მათემატიკური ოპერაციები - გამოკლება/მიმატება/გამრავლება/გაყოფა
% გვიბრუნებს ნაშთს
** არის ხარისხში აყვანა
ასევე არსებობს
+= ოპერაცია რაც მიმატების შემოკლებული ჩანაწერია, მაგალითად მინდა რომ ერთ ცვლადს დავუმატო მეორე და ისევ პირველ ცვლადში შევინახო, მაშინ დავწერ:
$x = $x + $y -ის ნაცვლად $x += $y რაც გაცილებით მარტივია.

-= / *= / /= / %= ეს ოპერატორებიც ზუსტად მსგავსად მუშაობენ.

. და .= გამოიყენება ტექსტური მნიშვნელობის ცვლადების ერთმანეთთან შესაერთებლად.
არის იგივე პრინციპი როგორიც ჩვეულებრივი ოპერატორების შემთხვევაში.
"hello" . "world" იგივეა რაც "hello world"

ასევე ზოგჯერ შესაძლებელია დაგვჭირდეს ცვლადზე 1-ის მიმატება ან გამოკლება. (ძირითადად ციკლების დროს)
ამისი შემოკლებული ვარიანტებიც არსებობს:
$x++ ჯერ აბრუნებს x-ის მნიშვნელობას და შემდეგ ზრდის 1-ით.
++$x ჯერ ზრდის 1-ით და შემდეგ აბრუნებს x-ის მნიშვნელობას.
იგივე მოქმედებებია გამოკლების შემთხვევაში
$x-- და --$x

Php-ში არსებობს შედარების ოპერატორებიც.
== არის ტოლობის ნიშანი, მარცხნივაც და მარჯვნივაც მყოფი ცვლადები ან მნივნელობები უნდა იყოს თანაბარი.
=== არის ასევე ტოლობის ნიშანი, მაგრამ აქ არა მარტო ტოლი უნდა იყოს ორი ცვლადი ერთმანეთის, არამედ მათი ტიპებიც ერთნაირი უნდა იყოს.
მაგალითად"
"5" == 5 აბრუნებს boolean ტიპ true-ს, ხოლო
"5" === 5 აბრუნებს boolean ტიპ false-ს.
> მეტობის ნიშანი
< ნაკლებობის ნიშანი
>= მეტია ან ტოლია
<= ნაკლები ან ტოლია
!= ან <> არ უდრის
!== არ უდრის ან ერთნაირი ტიპების არ არიან
<=> ეს ნიშანი ორ რიცხვს ადარებს და სამი მნიშვნელობის დაბრუნება შეუძლია. -1 თუ მარცხნივ მდომი ცვლადი ნაკლებია მარჯვნივ მდგომ ცვლადზე. 0 თუ უდრის და 1 თუ მეტია.

ბოლოს კი ლოგიკური/boolean ოპერატორები:
and - და : ასევე შეიძლება ჩაიწეროს როგორც &&. აბრუნებს true-ს მაშინ, როცა ორივე მხარეს მყოფი ცვლადის მნიშვნელობა არის true ტიპის. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში აბრუნებს false-ს.
or - ან : ასევე შეიძლება ჩაიწეროს როგორც || . აბრუნებს true-ს თუ ერთერთი ცვლადი მაინც არის true ტიპის. false ბრუნდება მაშინ თუ ორივე ცვლადის მნიშვნელობა არის false.
xor - აბრუნებს true-ს მაშინ, თუ ერთერთი ცვლადის არის true, მაგრამ არა ორივე ერთად. თუ ორივე ცვლადი არის true ან false დააბრუნეს false-ს.
! - ოპერატორი ატრიალებს ცვლადის მნიშვნელობას. მაგალითად თუ $x ცვლადის მნიშვნელობა არის true, მაშინ !$x-ის მნიშვნელობა გახდება false.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ან გამოიყენოთ ჩემი სოციალური ქსელი.
მადლობა ყურადღებისთვის.


გამოყენებული წყარო(ები):
 
Last edited: