კიდევ ერთი სიახლე ჩვენს კიბერ სამყაროში, სადაც გაყიდვაში გამოვიდა მოწყობილობა, ნებისმიერი iPhone/iPad/iPod-ის გასატეხად!

უკვე გაყიდვაში გამოვიდა მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია iPhone-სა და iPad-ის გასატეხად ციფრული პაროლის შერჩევის მეთოდით.მსგავსი მოწყობილობა, IP Box-ის სახელწოდებით, აღმოჩნდა ინტერნეტ-მაღაზია Fone Fun Shop-ში 120 ფუნტ სტერლინგად ( დაახლოებით 170$)

IP Box ახორციელებს brute force-ის თავდასხმას. ამისათვის მოწყობილობა უკავშირდება მობილურის დისპლეისა და კვების სისტემას, თუმცა Apple-ის გაჯეტები დაცულია brute force-ის ტიპის თავდასხმებისგან - თუ მომხმარებელი რამოდენიმეჯერ არასწორად აკრიფავს პაროლს, მობილური ან პლანშეტი იბლოკება. მოწყობილობის ვერსიის მიხედვით, მცდელობის მაქსიმალური რაოდენობაა 3 ან 5. IP Box-ში გათვალისწინებულია ეს მომენტი. არასწორი კომბინაციის შეყვანისთანავე IP Box შლის მას, ასე რომ მოწყობილობა ვერ ასწრებს ინფორმაციულ მეხსიერებაში ჩაწეროს წარუმატებელი მცდელობა. ეს უფლებას იძლევა შევიყვანოთ არასწორი პაროლი შეუზღუდავი რაოდენობით.
ჩატარებული ექსპერიმენტზე დაყრდნობით, 6 საათში გატეხეს 4-ციფრიანი ციფრული პაროლი iPhone 5c-ზე. პაროლი აღმოჩნდა 3298. 4-ციფრიანი ციფრული პაროლის გატეხვას მაქსიმუმ შეიძლება დასჭირდეს 17 საათი. თითო წარუმატებელ მცდელობაზე მოდის დაახლოებით 6 წამი

Last edited: